შუახევის მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეც-ტექნიკა დილიდან ახორციელებს საავტომობილო გზების გაწმენდით სამუშაოებს.
მიმდინარე სამუშაოებს, შუახევის მერი ომარ ტაკიძე, მოადგილე გურამ ზოიძესთან, საკრებულოს წევრთან მალხაზ ტაკიძესთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად გაეცნო.
სოფლებში გადაადგილება რეკომენდებულია მაღალი გამავლობის ავტომობილებით. ელექტროენერგია, მოსახლეობას შეუფერხებლად მიეწოდება.
შუახევში, დამეწყრილი საავტომობილო გზების გაწმენდა დასკვნით ეტაპზეა
შუახევში, ინტენსიურად მიმდინარეობს დამეწყრილი ლოკაციების გაწმენდითი სამუშაოები
შუახევში, სტიქიის შედეგად დამეწყრილი ადგილების სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს